მთავარი პროკურორი

საქართველოს პარლამანტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია

საქართველოს პარლამანტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია. თადუმაძეს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ ორი იყო წინააღმდეგი. 

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად მთავრობას საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საპროკურორო საბჭოს თავდაპირველად სამი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი, მას შემდეგ რაც შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილს შორის საბჭომ თადუმაძე აირჩია.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა.  შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა. 

შალვა თადუმაძე მეორე მთავარი პროკურორია, რომელიც საპროკურორო საბჭომ აირჩია. თადუმაძე თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. 

კომენტარები