მთავარი პროკურორი

მელია: შალვა შავგულიძის წარდგენა ნიშნავს ქართულ ოცნებასთან კოალიციაში შესვლას

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ამ პროცესს რას არქმევენ - რომ მთავარი პროკურორობის ნეიტრალური კანდიდატი შესთავაზა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ? რა მდგომარეობაში ვართ - დათო ბაქრაძემ რეალურად გამოთქვა სურვილი, რომ იგი შესულიყო კოალიციაში ქართულ ოცნებასთან.

ანუ ერთი პარტიის თავმჯდომარემ წარადგინა მეორე პარტიის თავმჯდომარე, თქვა, რომ შალვა შავგულიძე არის ჩვენი პარტნიორი და ამიტომ წარვადგენთ მას... ეს რას ნიშნავს, კოალიციაში შესვლას არ ნიშნავს? კოალიციაში შესვლას ნიშნავს ქართულ ოცნებასთან...

დამიჯერეთ, თუ ქართულ ოცნებასთან მართლა არ არის ის გადაწყვეტილება მიღებული, რომ - მოდით ახლა, ეს სცენარი გავითამაშოთ, ნულოვანია შანსი, რომ ბატონი შავგულიძე გენერალურ პროკურორად დაინიშნოს. ჩვენ ხომ ამ პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები - მეც, თქვენც და ყველა ის ადამიანი, ვინც თვალყურს ადევნებს ქართულ პოლიტიკას. შეუძლებელია, ხალხო ბატონი შალვა შავგულიძე იმ პროკურატურაში, სადაც ყველა უგუნური და ანტისახელმწიფოებრივი საკითხი ერთად წყდება...

უნდა შეირჩეს აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღები კანდიდატი და ამ კანდიდატის გარშემო გაერთიანდეს რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. აქ შესაძლებელია ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც მას არ უნდა. 

მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, შალვა შავგულიძე რომ დაინიშნოს გენერალურ პროკურორად, პირველი ჩემი განცხადება იქნება, რომ შალვა შავგულიძე და დათო ბაქრაძე შევიდნენ კოალიციაში ქართულ ოცნებასთან, ამას ახლავე გეუბნებით, რომ ვიტყვი და არ მგონია, ვინმემ საპირისპირო მოსაზრება გამოთქვას

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემაში - ხალხის პოლიტიკა.

კომენტარები