მსოფლიო თასი

დალიჩი: ეს საქართველოსა და ხორვატიის მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის დიდი სიგნალია

AP

"ჩვენს ავტობუსს აწერია - "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, იგივე საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების,"- ამბობს ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი.

დალიჩმა ეს მსოფლიო თასის ფინალური მატჩის პერსკონფერენციაზე, ქართვეკი კომენტატორის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა.

ხორვატია საფრანგეთთან 4:2 დამარცხდა, თუმცა ოქროს ბურთის მფლობელი სწორედ ხორვატიის ნაკრების 32 წლის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი გახდა. 

საფრანგეთისთვის გამარჯვების მომტანი გოლები გრიზმანმა, პოგბამ და მბაპემ გაიტანეს. პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა 1998 წელს გაიმარჯვა, ხელახალი გამარჯვება ქვეყანამ ზუსტად 20 წლის შემდეგ მოიპოვა. 

კომენტარები