მსოფლიო თასი

ტრამპმა საფრანგეთს გამარჯვება, პუტინს კი "წარმატებული მასპინძლობა" მიულოცა

დონალდ ტრამპი
Bloomberg

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება Twitter-ის მეშვეობით მიულოცა. ტრამპის თქმით, საფრანგეთის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა, მან ჩემპიონატის "წარმატების ორგანიზებისთვის" ასევე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც. 

"მივულოცავ საფრანგეთს, რომელმაც გამორჩეული ფეხბურთი ითამაშა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ამასთანავე, მინდა მივულოცო პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს, რათა მათ ჭეშმარიტად მაღალ დონეზე ჩაატარეს მსოფლიო შემპიონატი - ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო!,"- წერს ტრამპი.

ტრამპი ხვალ პუტინს უნდა შეხვდეს, აშშ-ის პრეზიდენტი ფინეთში პირველ ლედი მელანია ტრამპთან და თეთრი სახლის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. 

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ამასთანავე, დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები. საღამოს კი გაიმართება ტრამპისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის არის აშშ-ის და რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე სირია და უკრაინა.

კომენტარები