მსოფლიო თასი

ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

AP

ხორვატიის ნაკრების 32 წლის კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მისი გუნდის წაგების მიუხედავად მაინც მოიპოვა, მას ოქროს ბურთი გადაეცა. 

მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, მან ლუჟნიკების სტადიონზე ხორვატია 4:2 დაამარცხა, გოლები გრიზმანმა, პოგბამ და მბაპემ გაიტანეს. ეს საფრანგეთისთვის მუნდიალის მეორე გამარჯვებაა, პირველად ნაკრებმა 1998 წელს გაიმარჯვა.

ბელგიელმა ედენ აზარმა და ფრანგმა ანტუან გრიზმანმა ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთები მიიღეს. ამასთანავე, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ პარი სენ-ჟერმენის 19 წლის ფორვარდი კილიან მბაპე დასახელდა. ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის ტიტული ბელგიელ ტიბო კორტუას მიანიჭეს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ოქროს ბურთის მფლობელი წაგებული გუნდის მოთამაშე გახდა, მაშინ ეს ტიტული ლიონელ მესის გადაეცა.

კომენტარები