ჩინეთი

ჩინეთში აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

reuters

ჩინეთში, ინდუსტრიულ ქარხანაში აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ჩინეთის სამხრეთით სიჩუანის პროვინციაში, ქიმიური და ფარმაცევტული ნივთიერებების საწარმოო ქარხანაში მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამსართულიანი შენობა თითქმის სრულად დაიწვა და მხოლოდ კონსტრუქციები დარჩა. ჩამსხვრეულია ახლომდებარე შენობების ფანჯრებიც.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა Reuters-ს უთხრა, 10 წუთში 7 აფეთქება მოხდა.

ხელისუფლების თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ამ დროისთვის, აფეთქების მიზეზი უცნობია.

კომენტარები