ავტოსაგზაო შემთხვევა

წეროვანთან ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავდა 13 ადამიანი

flickr

წეროვანთან ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები