რასიზმი

აინშტაინის დღიური პირველად გამოქვეყნდა - მისმა შეხედულებებმა კამათი გამოიწვია

ალბერტ აინშტაინი
www.theguardian.com

ალბერტ აინშტაინის მოგზაურობის დღიური ინგლისურად ითარგმნა და პირველად გახდა არასპეციალისტებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ის 1922 წლის ოქტომბერსა და 1923 წლის მარტს შორისაა დაწერილი. დღიური მეცნიერის შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობას აღწერს. ფილოსოფიასთან, მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან ერთად აინშტაინი ადგილობრივ კულტურებზეც მსჯელობს.

სახელგანთქმული ფიზიკოსი და ჰუმანისტი, რომელიც რასიზმს თეთრკანიანების დაავადებად მოიხსენიებდა, ჩინელებს "შრომისმოყვარე, ჭუჭყიან და გონებაჩლუნგ ხალხს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჩინელების მიერ სხვა რასების ჩანაცვლება ენით გამოუთქმელი ტრაგედია იქნებოდა.

“ეს მოსაზრებები გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი არ ყოფილა და წინააღმდეგობაშია აინშტაინის საჯარო განცხადებებთან.“ - ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი ზევ როზენკრაცი, რომელმაც თარგმნა და გამოაქვეყნა აინშტაინის დღიური.

დღიურის გამოქვეყნების შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა აინშტაინის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. მეორე ნაწილი, მათ შორის ბევრი ჩინელი, წერდა, რომ აინშტაინმა უბრალოდ აღწერა იმ ეპოქის ჩინეთი.

გასულ პარასკევს South China Morning Post-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ალბერტ აინშტაინის რასიზმი ფარდობითია", რომელშიც აინშტაინის "შეურაცხმყოფელი შეხედულებები" გამართლებულია.

"სიტყვასა და ქმედებას შორის დიდი უფსკრულია. საჯარო პოზიციები უფრო ახლოსაა ადამიანის განზრახვებთან, რადგან ისინი სხვებს აქეზებს. პირადი აზრები, რომელსაც ეს დღიური წარმოადგენს, საკუთარ თავთან დიალოგს უფრო ჰგავს და ცვალებადია." - წერს South China Morning Post-ის რედაქტორი.

კომენტარები