რასიზმი

Chelsea რასისტ ფანებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ექსკურსიაზე გაგზავნის

AFP

საფეხბურთო კლუბი "ჩელსი" რასისტი გულშემატკივრების ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ექსკურსიაზე გაგზავნას აპირებს.

ამის შესახებ კლუბის თამვჯდომარემ, ბრუს ბაკმა თქვა:

"თუ უბრალოდ აუკრძალავ ხალხს თამაშზე დასწრებას, მათ ქცევას ვერ შეცვლი. ეს პოლიტიკა მათ საშუალებას მისცემს გაიზარონ რა ჩაიდინეს და გამოსწორება მოუნდეთ. სამი წლით აკრძალვის ნაცვლად, მათ ექნებათ არჩევანი, ან აკრძალვა, ან ჩვენს მრავალფეროვნების ოფიცრებთან დროის გატარება, რომლებიც აუხსნიან, რა გააკეთეს არასწორად." თქვა მან.

გავრცელებული ცნობით ინიციატივას მხარს უჭერს კლუბის მფლობელი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა მიმდინარე წლის მაისში ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ის თელ-ავივში გადავა და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქე გახდება.

აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზა არ გაუგრძელეს. გავრცელებული ცნობით, ვიზის გასაგრძელებლად მას სწორედ შემოსავლების წყაროების და ქონების წარმომავლობის ახსნა მოსთხოვეს.

კომენტარები