ტრანსპორტი

მერია 45 მილიონ ლარად დიზელზე მომუშავე 90 ახალ ავტობუსს ყიდულობს

თბილისის მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 45 მილიონ ლარად 90 ახალ ავტობუსს ყიდულობს. ტენდერში საკუთარი წინადადება უკვე წარადგინა თეგეტა Truck & Bus-მა, რომელიც მერიას City M-ის კატეგორიის ავტობუსებს სთავაზობს, ერთეულის ღირებულება 500,000 ლარი იქნება. 10.5 მეტრის სიგრძის ავტობუსებს მაქსიმუმ 82 მგზავრის დატევა შეეძლება. მერია ახალი ავტობუსების მეშვეობით ბოგდანის მარკის მოძველებული ავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს. 

მერიამ თეგეტას ავტობუსების დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის ვადა 22 ივნისამდე გაუგრძელა. 

თეგეტას მიერ წარდგენილი ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები მერიის მიერ მოთხოვნილ ნორმებთან მიმართებით ასეთია:

Man-ის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

სიგრძე - 10.5 მეტრი, სიგანე 2.5 მეტრი, სიმაღლე 2.758 მეტრი, დასაჯდომი ადგილები 27+1, მაქსიმალური რაოდენობა 82 მგზავრი, ძრავის ტიპი - დიზელი ევრო 6, წონა 16.6 ტონა.

მერიას ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაეშალა, მაშინ დედაქალაქი 100 ავტობუსის შეძენას გეგმავდა. 

კომენტარები