არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია. მაგრამ ჩემთვის პოლიტიკური სურათი ნათელია: პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა, რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა.
დღევანდელმა სასამართლო განაჩენმა კი, დააგვირგვინა ეს "ინსტიტუციური კრახი". ამას რომ იყენებს ოპოზიცია, რომ გასული თვის წარუმატებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს, ბუნებრივია.
ნათელია, რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლებისთვის. პროკურატურასა და სასამართლოში მის მიერ ჩატოვებული წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედდნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.
ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება, რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის მწარმოებელი პროკურატორები, ყველა, ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.
მთავარი დღეს არის ერთი: ხელისუფლებამ დახევის, დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში!
დროა, გაიწმინდოს პროკურატურა! ეს დრო დიდი ხანია დადგა!





