ამჟამად, საქართველო ცდილობს გახდეს ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია მისი მომავალი განვითარებისთვის, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სრულად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს. მაგალითად, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან. ამ უპირატესობის სრულად გამოსაყენებლად და ევრაზიის სავაჭრო გზაზე ჰაბის როლის შესასრულებლად, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს აქტიური მიმოცვლა როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან.
ჩინეთის მიერ ურთიერთობების განვითარება საქართველოსთან არასდროს ყოფილა საგამონაკლისო. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის განმავლობაში, ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ყველა მსოფლიო ზესახელმწიფოს შორის, ჩინეთი ყოველთვის საუკეთესო იყო სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხში. ამის ფუნდამენტური მიზეზი ისაა, რომ ჩინეთის მიზანი არასდროს ყოფილა, გამხდარიყო მსოფლიო ჰეგემონიური ძალა, ეს განპირობებულია ჩინური ცივილიზაციის ფუნდამენტური ბუნებით.
ჩვენ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ყოველთვის ჩვენი საგარეო ურთიერთობების განვითარების საფუძვლად მივიჩნევდით. ჩინეთს მსოფლიოსთვის შესაძლებლობები მოაქვს და არა გამოწვევები, დარწმუნებულობა და არა არაპროგნოზირებადობა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს, აქტიურად განავითაროს ურთიერთობები ჩინეთთან და მიაღწიოს საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს - მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას.




