26 მაისი

26 მაისს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილსა და ანდჟეი დუდას შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. მათ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან, ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაეროში მიმდინარე განხილვებში მხარდაჭერისთვის.

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისიც განიხილეს.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა მისი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, პოლონეთისაგან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები