ავტოსაგზაო შემთხვევა

კასპთან ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა, რასაც აალება მოჰყვა

პირველი არხი

კასპთან, მთავარ ავტობანზე სპირტით დატვირთული ტრაილერი მანაქანის ნაწილებითა და ზეთით დატვირთულ ტრაილერს შეეჯახა, რასაც აალება მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები