ტაქსი

კალაძე: ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი, ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით

დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი. ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგულირებაზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კომენტარები