ფინანსები

ირაკლი რუხაძე: ძალიან მინდა, რომ ქართუს შეძენა გამოვიდეს

ნეტგაზეთი

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მისი ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი "ქართუ ბანკი" შესაძლოა გაყიდოს. ქართუს მენეჯმენტთან მოლაპარაკებას ლიბერთი ბანკის მფლობელი ირაკლი რუხაძე წარმოებს.

"ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს ქართუს შეძენა. მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც სამუშაოებია გასაკეთებელი", - BMG-სთან ამბობს ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი რუხაძე. რუხაძე ლიბერთის მფლობელი 2017 წლის 16 ოქტომბერს გახდა. 

ირაკლი რუხაძე მის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიით, Hunnewell Partners-ით სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

"ქართუ ბანკის" მთლიანი აქვტივები 1.2 მილიარდი ლარია. ბანკმა 2018 წლის პირველ კვარტალში 1 მილიონი ლარის ზარალი ნახა. რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარია. ბანკმა 2018 წლის პირველ კვარტალში 14.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

კომენტარები