ფინანსები

ქალაქები ყველაზე მეტი მილიარდერით

Quartz

საკონსულტაციო კომპანია Wealth X-ის კვლევით, სან ფრანცისკოში სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს მსოფლიოს ქალაქებიდან. კალიფორნიულ ქალაქში ყოველი 11 612 მოსახლიდან ერთი მილიარდერია.

სან ფრანცისკოს მოსდევს ნიუ-იორკი და დუბაი, შესაბამისად 81 311 და 84 007 მოსახლეზე თითო მილიარდერით.

ევროპული ქალაქებიდან, სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მილიარდერი ლონდონშია. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის 135 198 მაცხოვრებლიდან ერთი მილიარდერია.

სიაში მოხვდა ასევე საქართველოს ორი მეზობლის ყველაზე დიდი ქალაქები. მოსკოვში 176 145 მოსახლიდან ერთი მილიარდერია (მე-9 ადგილი მსოფლიოში), სტამბულში კი 462 629-დან (მე-15 ადგილი).

აბსოლუტური რაოდენობით, ყველაზე მეტი მილიარდერი ნიუ-იორკში ცხოვრობს. აშშ-ს ყველაზე დიდ ქალაქში 105 მილიარდერს უდევს ბინა. ნიუ-იორკს მოსდევენ ჰონგ კონგი (87 მილიარდერი), სან ფრანცისკო (75), მოსკოვი (70), ლონდონი (65) და პეკინი (55).

კომენტარები