მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და, მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში, ობესიტის, ე.ი. ჭარბი წონის წინააღმდეგ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის ახლა მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალური და ჩვენთანაც აქტუალურია, სხვათა შორის, აი, სკოლის მოსწავლეებში უკვე ჭარბი წონა არსებობს, ტკბილეულის მიმართ და სხვა, აქ კვლევებია და რა გავაკეთოთ, ხო? კვება სკოლებში, საერთოდ კვების კულტურა და საერთოდ ტკბილნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი. მე არ მინდა ახლა, დავაშინო მოსახლეობის ნაწილი, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო იმიტომ, რომ ეს იწვევს შემდეგ და შემდეგ გამოუსწორებელ ზიანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის
tbl.ge/2wh8
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა, მას შემდეგ, რაც თამბაქოს მოწევის შესახებ რეგულაციები ამოქმედდა. იმავე გადაცემაში მაღრაძე აღნიშნავს, რომ მას მემარჯვენე, ლიბერალური შეხედულებები აქვს
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




