თბილისის მერია

სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები ივლიან

ყვითელი ავტობუსები
Newspost.ge

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს, 8:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო დიდუბიდან გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო დელისიდან, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო სარაჯიშვილიდან, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

"გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება" - აცხადებს მერია.

კომენტარები