აღმაშენებლის გამზირზე შენობიდან გადმოვარდნილი მოზარდი 6 წლის არის. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ბავშვი ბიზნე-ცენტრ მოზაკაში მიმდინარე კონცერტის დროს მეხუთე სართულიდან მეოთხე სართულზე ჩავარდა. უწყების ინფორმაციითვე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.