საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის დირექტორებიდან ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს

მეხუთე დირექტორი ვარ და ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ამას არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. ჩვენი თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები, ჩვენ ვართ ბანკთან გათანაბრებული სტრუქტურა და განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო სექტორში, ფორმირდება ჩვენი მოგებით. 

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. მაგრამ თანხის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”.

კომენტარები