ოკუპაცია

ტაქსი დადგენილი ტარიფის გარეშე - დავით ქაცარავა ოკუპაციას ტაქსით შეებრძოლება

რამდენიმე დღეში თბილისში "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოჩნდება. იდეა მოძრაობას "ძალა ერთობაშიას" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელიც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაა.

ტაქსის მანქანა საქართველოს სახელმწიფო დროშითა და მავთულხლართებით იქნება გაფორმებული, სალონში კი დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები.

ტაქსს არ ექნება დადგენილი ტარიფი და ყველა მგზავრი სურვილის შესაბამისად დატოვებს თანხას.

ტაქსის მძღოლები "ძალა ერთობაშიას" წევრები იქნებიან, კვირაში ერთხელ კი მგზავრებს საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მოემსახურებიან.

"გადახდილი თანხა ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება" - წერია მოძრაობის საიტზე

კომენტარები