სექსუალური შევიწროება

ემა უოტსონმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შექმნილ ფონდში $1 000 000 გადარიცხა

Forbes.com

ემა უოტსონმა ფონდში, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შეიქმნა 1 000 000 ამერიკული დოლარი გადარიცხა.

უოტსონი თავისი კონტრიბუციით სხვა მსახიობებს - კირა ნაითლის, ემა ტომფსონსა და ტომ ჰიდლსტონს შეუერთდა.

ფონდი სხვადასხვა ცნობილი მსახიობის მიერ არის შექმნილი და მისი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს სექსუალური შევიწროების ფაქტების შემცირებას.

"ქალების ნახევარი და 18-იდან 24-წლამდე ქალების ორი მესამედი განიცდის სექსუალურ შევიწროებას სამსახურში. ინგლისსა და უელსში ყოველი ხუთი ქალიდან ერთი მაინც ყოფილა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 16 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს შეწყნარებული და ნორმად მიღებული. ჩვენ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ" - თქვა ემა უოტსონმა.

კომენტარები