NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
2008 წლის აგვისტოს ომი

(S)hero(es) - წიგნი ქალებზე, რომლებიც აგვისტოს ომის მონაწილეები გახდნენ

კვირა, 11 თებერვალი, 2018 - 15:23
დინა ოგანოვა
tbl.ge/2rx0
დაკოპირდა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა

(S)hero(es) - ქალების, ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავი, რომელიც წიგნად გამოიცა. ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს. როგორც გამომცემლბა "წიგნები ბათუმში" აცხადებს, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, იმედებისა და ტკივილების, კვდომისა და აღდგომის შესახებ.

(S)hero(es) ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი წიგნია და აგვისტოს ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, "რადგან წიგნის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში". წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან.

"2018 წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც - მონაწილეები გახდნენ, ქალები, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.

ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები იშვიათად გვხვდება. სინამდვილეში კი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან - არაერთი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შევიწროების ობიექტი. და უფრო მეტიც, ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, რაც ხშირად დაუფასებელია, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა", - აცხადებენ გამომცემლობაში.

"წიგნები ბათუმში" ფოტოწიგნს "(S)hero(es)" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. წიგნის გამოცემის უფლება უკვე შეიძინა ერთერთმა გერმანულმა გამომცემლობამ.

აგვისტოს ომი2008 წლის აგვისტოს ომიდინა ოგანოვასალომე ბენიძეწიგნები ბათუმში(S)hero(es)

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:27სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და სხვათა საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო
  • სამშაბათი, 24 მარტი, 2026 - 15:56რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
  • ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026 - 19:202008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
  • ორშაბათი, 19 იანვარი, 2026 - 17:27Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
  • ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025 - 13:03მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕