NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 72%-ისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72%-ისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია სახელდება. მეორე ადგილზე კი, 21%-ით ინტერნეტი და Facebook-ია. 

სხვა გამოკითხულები ინფორმაციის პირველწყაროდ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, ჟურნალ-გაზეთებს, თანამშრომლებსა და რადიოს ასახელებენ.

2014 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინტერნეტს ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ მხოლოდ 8% ასახელებდა. 2015 წლის აპრილში ეს მონაცემი 7%-მდე შემცირდა. 2016 წლის ივნისში ინტერნეტს მთავარ წყაროდ უკვე 14% ასახელებდა, 2017 წლის აპრილში 16%, ივნისში 19%, ხოლო დეკემბერში კი 21%. ამასთან, დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს პასუხის ვარიანტ ინტერნეტს Facebook-იც დაემატა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები