Brexit

გირვანქა სტერლინგი Brexit-ის შემდეგ დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულზე გამყარდა

inbusiness.ae

გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ დღეს $1.3667-ს მიაღწია, რაც Brexit-ის რეფერენდუმის შემდეგ ფუნტის მაქსიმალური ღირებულებაა.

2016 წლის 24 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა გირვანქა სტერლინგის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, რის შედეგად კურსი 31 წლის მინიმუმამდე შემცირდა. 

ფუნტის გამყარება ბაზარზე ბრიტანეთის ეკონომიკისადმი გაუმჯობესებულმა მოლოდინებმა გამოიწვია. 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად 2017 წლის 29 მარტს დაიწყო, როდესაც ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა მოაწერა ევროპის საბჭოსთვის გასაგზავნ წერილს, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედებას ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი 2019 წლის მარტში დასრულდება და ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.

კომენტარები