Brexit

England Lost - მიკ ჯაგერი ორი ახალი სიმღერით Brexit-ს აკრიტიკებს

Kevin Winter / Getty Images

Rolling Stones-ის ფრონტმენმა მიკ ჯაგერმა ორი ახალი სიმღერა გამოუშვა, სადაც ის Brexit-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებით გამოწვეულ "პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებას" აკრიტიკებს.

ჯაგერი, რომელიც რეფერენდუმის დროს ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, თავის ორ ახალ სიმღერაში "England Lost" და "Gotta Get A Grip" დიდ ბრიტანეთს უფერულ ფერებში ხატავს. 

სიმღერაში "England Lost" ჯაგერი მღერის: "მე ინგლისის სანახავად წავედი, მაგრამ ინგლისმა წააგო... მგონი წარმოსახვას ვკარგავ, დავიღალე იმიგრაციაზე საუბრით, არ შეგიძლია შესვლა და არ შეგიძლია გამოსვლა, ვფიქრობ, ყველაფერი სწორედ ამაზეა აგებული".

ხოლო, რაც შეეხება Gotta Get a Grip-ს, ჯაგერი პოლიტიკურ ისთაბლიშმენტსა და მედიას აკრიტიკებს, როდესაც მღერის: "სამყარო თავდაყირა დგას და მას მთვარეულები და მასხარები მართავენ. არავინ ამბობს სიმართლეს და შეშლილთა სახლი მართავს ქალაქს... ყველა ახალი ამბავი ყალბია".

ჯაგერის თქმით, სიმღერები ეხება იმას, რომ არსებობედს მგრძნობელობა, თუ სად არის ბრიტანეთი, როგორც ქვეყანა. 

"ეს სიმღერები არის მღელვარებისა და პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების გაუცნობიერებლობის გამოძახილი,"- ამბობს ჯაგერი Rolling Stone-თან ინტერვიუსას. 

კომენტარები