Brexit

Brexit-ის შემდეგ, ბრიტანული წითელი პასპორტები ლურჯით ჩანაცვლდება

theguardian.com

2019 წლის ოქტომბრიდან ბრიტანეთის მოქალაქეთა წითელი პასპორტები ლურჯით ჩანაცვლდება. გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება, რადგან წითელი პასპორტები ბრიტანელებს, სწორედ, ევროკავშირის წევრობის ფარგლებში ჰქონდათ. იმიგრაციის მინისტრმა ბრენდონ ლუისმა განაცხადა, რომ პასპორტების შეცვლა ბრიტანელებს "ეროვნული იდენტობის აღდგენაში" დაეხმარება.

"Brexit ბრიტანელებს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აღვიდგინოთ ეროვნული იდენტობა და ჩვენი ადგილი მსოფლიოში ჩვენ თვითონვე განვსაზღვროთ. მინდა, სიამოვნებით განვაცხადო, რომ 2019 წლიდან, ბრიტანული პასპორტები დაუბრუნდება ისტორიულ ლურჯ და ოქროსფერ ფერებს." - აღნიშნა მინისტრმა.

ბრიტანული პასპორტები ყოველ 5 წელში ერთხელ ახლდება. ამჯერად ძველ პასპორტებს ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურებათ. 2019 წლის მარტში ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს, შესაბამისად, ახალი ლურჯი პასპორტები აქამდე არსებულ წითელ პასპორტებს სრულად ჩაანაცვლებს.

კომენტარები