თბილისში, საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღით მოქმედებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დამნაშავეს დაკავება ადგილზევე მოხდა, შს სამინისტროს თანამშრომლებისა და დაცვის პოლიციის მიერ.
უწყების ცნობით გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც გულისხმობს ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანანოდ შეძენა-შენახვას.