თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
როგორც უწყებამ ტაბულას განუცხადა, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.