რეკლამა

12 იანვარს, გრეგორი პორტერისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ონცერტი გაიმართება

http://www.telegraph.co.uk

SOLO და Eastern Promotions-ის ორგანიზებით, 12 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი გაიმართება.

გრეგორი პორტერი საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის - ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ-პიანისტის ნეტ კინგ კოულის ჰიტები.

გრეგორი პორტერის უახლესი ალბომი „Nat King Cole & Me“, 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. მუსიკოსმა თავისი ბოლო ნამუშევარი ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. პორტერთან ერთად, ალბომზე მუშაობდნენ ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულისე ოუენსი. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ვინს მენდოზაა.

დისკი აერთიანებს გრეგორი პორტერის მიერ შესრულებულ ნეტ კინგ კოულის სიმღერებს - “Mona Lisa,” “L-O-V-E,” “Nature Boy,” “The Christmas Song,” “Smile” და სხვა.

გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას SOLO მომხმარებლები 21 დეკემბრიდან შეძლებენ. ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

მათ, ვინც SOLO მომხმარებელი არ არის - ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა 28 დეკემბრიდან ექნებათ. ბილეთის ფასი 100 ლარიდან დაიწყება.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში.

კომენტარები