არჩევნები 2017

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება

Tamaz Mechiauri/Fb.com

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს ნიშნავს, რომ თიანეთში მერი თამაზ მეჭიაური იქნება. 

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას მეჭიაურის კონკურენტი, ქართული ოცნების კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდა. მის გარდა, საჩივარი შეტანილი ჰქონდა თიანეთის მე–19 ოლქს, ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს". 

21 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა, თუმცა, მოგვიანებით საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. მეჭიაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მისი მოთხოვნაც დააკმაყოფილა. ლელა ქიტესაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

კომენტარები