არჩევნები 2017

სამადაშვილი: ენმ-ის პოლიტსაბჭო შეცდა, რომ მეორე ტურებზე უარი თქვა

ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს.

წერს Facebook-ში ენმ-ის დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები