ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე 737 უბნიდან დათვლილია 165, რაც 22,39%-ს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს 51,4%-ით.
მას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მოსდევს 16,68%-ით;
მესამე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილია 16,6%-ით;
ელენე ხოშტარია - 7,39%;
ირმა ინაშვილი - 3,27%.