არჩევნები 2017

იმამკულიევი: "ოცნებას" კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანელი მომღერალი ჩამოჰყავს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე იმამკულიევმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება ყველა ხერხით და კანონდარღვევით ცდილობს ხმების მოპოვებას". მერობის კანდიდატის შეფასებით, მმართველი გუნდი ქვეყნის სახელს და ავტორიტეტს არ უფრთხილდება.

"მხარდამჭერების მობილიზების მიზნით, ამჯერად, სახელისუფლო კანდიდატს თემურ აბაზოვს მარნეულში აზერბაიჯანელი მომღერალი როია აიხანი ჩამოჰყავს და დღეს საღამოს მარნეულში კონცერტს მართავს.

თემურ აბაზოვი პირად ფეისბუქ გვერდზე  მოუწოდებს მოსახლეობას, კონცერტს დაესწრონ და მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას.

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, არის კანონის უხეში დარღვევა, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური და გამოძიება" - ამბობს იმამკულიევი. 

ქართული ოცნების კანდიდატი თავის Facebook-ზე გვერდ - "აზერბაიჯანი საქართველოში"-ს ფოტოს აზიარებს. სწორედ იქ წერია, რომ როია აიხანის კონცერტი მმართველი გუნდის მიერ არის ორგანიზებული. 

კომენტარები