არჩევნები 2017

გიორგი ვაშაძე: მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველა ტაქსი იქნება ელექტრო

ელექტროტაქსების პროექტი გვაქვს დამუშავებული, ამასაც განვახორციელებთ, რომ თბილისში ყველა ტაქსი იყოს ელექტრო.

2021 წელს მთელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადავიყვანთ ელექტროტრანსპორტზე და ICO-ს გამოვუშვებთ. ესეც საკმაოდ რთულად გასაგები ტერმინია, მაგრამ მინდა რომ ვიცოდეთ.

ვაპირებთ ელონ მასკთან თანამშრომლობას, რომ ბლოკჩეინ ქალაქი ავაშენოთ და პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი იყოს სწორედ საქართველოში.

პარტია ახალი საქართველოს მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს რუსთავი ორის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში.

კომენტარები