არჩევნები 2017

ენმ-ის მერობის კანდიდატი ქუთაისში გრიგოლ ვაშაძე იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ქუთაისში გრიგოლ ვაშაძე იქნება. პარტიამ კანდიდატი ქუთაისის მოსახლეობას დღეს პარლამენტის შენობასთან წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას ვაშაძემ, ქუთაისი განვითარების გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება.

"ქუთაისის განვითარების ერთერთ უმთავრეს წინაპირობას ქალაქის ტურისტული
პოტენციალის სრულად ამოქმედებაში ვხედავ. როდესაც ქალაქის გარშემო გვაქვს ბუნების სასწაულები - სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, იმერეთის ულამაზესი ბუნება, ოპერა, დრამატული თეატრი - დანაშაულია ამ პოტენციალის არგამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში პირველი ტურისტული ობიექტის შექმნა დაიწყება სამ თვეში, წლის ბოლოს კი 5 ასეთი ობიექტი ექნება ქუთაისს, რაც ასეულობით ახალ, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს გააჩენს. მე დაგეხმარებით ინვესტიცების მოზიდვაშიც, თუმცა მარტო ქალაქის
ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, თქვენი ჩართულობის, სურვილის და შრომის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ სიღარიბე.ენმ ერთ კვირაში ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიასაც წარადგენს." - თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართელობის არჩვენები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები