სტარმერის მთავრობა

თავდაცვის ხარჯზე უთანხმოების გამო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გადადგა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი
BBC

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერმინისტრ კირ სტარმერისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ სტარმერის მთავრობამ ვერ გამოყო საკმარისი ხარჯები იმისთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით არსებულ მზარდ საფრთხეებს გაუმკლავდეს.

"მას შემდეგ, რაც აგიხსენით, რომ მე ვერ დავთანხმდებოდი თავდაცვის საინვესტიციო გეგმის (DIP) წინადადებაზე, რომელიც ჩვენს ძალებს საჭირო რესურსებს არ აძლევს, მე ახლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩა." – წერს ჰილი.

მან აღნიშნა, რომ "თავდაცვაში ეს ახალი ეპოქა დამატებითი ინვესტიციების ჩადებას საჭიროებს," თუმცა, ჰილის თქმით, სტარმერის მთავრობამ ვერ შეძლო ქვეყნის თავდაცვაზე საჭირო რესურსების გამოყოფა.

კომენტარები