მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

სააკაშვილი: ახლა ევროპაში ვმოგზაურობ, მაგრამ უნდა დავბრუნდე უკრაინაში

ჩემი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინასთან არის დაკავშირებული ახლა, ამ ეტაპზე. რასაკვირველია, არც საქართველო მავიწყდება, მაგრამ საქართველო არასოდეს იქნება წარმატებული, თუ უკრაინა გარღვევას ვერ მიაღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩემი გეგმები უკავშირდება უკრაინას. ვფიქრობ, რომ უსამართლობა მოხდა. მე უნდა დავბრუნდე, სასამართლოში დავიცვა ჩემი უფლებები. ჩემთვის ეს არის მთავარი. მე ახლა ევროპაში ვმოგზაურობ, შევხვდები პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, მაგრამ, მთლიანობაში, ჩემი მიზანი არ არის მათთან უკრაინაზე საუბარი. უკრაინაში ვითარებაზე საკუთრივ უკრაინაში ვისაუბრებ. ჩემი მიზანია, მივიღო სასამართლოში მისვლის უფლება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

კომენტარები