Youtube-ზე პრაქტიკულად ყველა ვიდეო რომლის ნახვების რაოდენობაც 2 მილიარდს აღემატება მუსიკალური ვიდეოა. 2012 წელს პირველი ვიდეო რომლის ნახვებმაც 1 მილიარდს გადააჭარბა PSY-ის Gangnam Style იყო, რამდენიმე საათის წინ კი ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეო მექსიკელი მომღერლის, ლუის ფონსის Despacito გახდა, მან Wiz Khalifa-ს See you again-ს გადაასწრო. ვიდეოს ამ დროისთვის 3 მილიარდი ნახვა აქვს. ერთადერთი არტისტი, რომელიც პირველ ათეულში ორჯერ მოხვდა ტეილორ სვიფტია.
ყველაზე მეტი ნახვების მქონე ვიდეოების რეიტინგი (5 აგვისტოს მდგომარეობით):
10) ტეილორ სვიფტი - Blanck Space: 2.1 მილიარდი ნახვა
9) ქეითი პერი - Roar: 2.2 მილიარდი ნახვა
8) Maroon 5 -Sugar: 2.2 მილიარდი ნახვა
7) ენრიკე იგლესიასი - Bailando: 2.3 მილიარდი ნახვა
6) ტეილორ სვიფტი - Shake it Off: 2.3 მილიარდი ნახვა
5) მარკ რონსონი, ბრუნო მარსი - Uptown Funk: 2.6 მილიარდი ნახვა
4) ჯასტინ ბიბერი - Sorry: 2.7 მილიარდი ნახვა
3) PSY - Gangnam Style: 2.9 მილიარდი ნახვა
2) Wiz Khalifa - See you again: 3 მილიარდი ნახვა
1) ლუის ფონსი - Despasito: 3.01 მილიარდი ნახვა