მუსიკა

PET SHOP BOYS-მა ახალი სიმღერა HYMN ალექსეი ნავალნის მიუძღვნა – [VIDEO]

ინგლისურმა სინთპოპ დუო Pet Shop Boys-მა ახალი სინგლი Hymn გამოუშვა, რომელიც ერთი წლის წინ ციხეში დაღუპულ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მიუძღვნა. 

Pet Shop Boy-ს თავის სიმღერაში იმედოვნებს, რომ რუსეთი თავისუფალი გახდება "თავისი წარსულისგან, აწმყოსგან და სისასტიკისგან, ტკივილისგან, კონფლიქტებისგან და დაუსრულებელი მტრობისგან, პუტინის შხამისგან".

კომპოზიციაში ისმის სსრკ-სა და რუსეთის ჰიმნის მოტივები, რომელიც კომპოზიტორ ალექსანდრ ალექსანდროვს ეკუთვნის.

Youtube-ზე დადებულ ვიდეოს ამ დროისთვის 36 000 ნახვაზე მეტი აქვს.

კომენტარები