ადგილობრივი თვითმმართველობა

კობახიძე NGO-ებს: პრეზიდენტისადმი მიმართვა თვითმმართველობის კოდექსზე არაა მოსაწონი

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გაუგებარია არასამთავრობოების პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. 

"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრარგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის, ბუნებრივია, მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ", - ამბობს კობახიძე.

10 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს მიმართავს, ვეტო დაადოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ ორგანულ კანონს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძის განცხადებით, მარგველაშვილი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც 7 ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას შეეხებოდა.

კომენტარები