ადგილობრივი თვითმმართველობა

პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

თორნიკე ბარათაშვილი

პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა და კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. სერგო რატიანი ამბობს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და დეცენტრალიზაცია ევროპასთან დაახლოების გზაა.

კანონპტროექტის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქი მხოლოდ 5 იქნება. ასევე გაერთიანდება 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი - რომელიც ერთი მუნიციპალიტეტი გახდება.

პრემიერის განმარტებით, მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება და ქალაქებსა და რაიონებს არც ერთი თეთრი არ მოაკლდებათ. თვითმმართველობის რეფორმის მიზეზად კვირიკაშვილმა რაიონებში არსებული ორხელისუფლებიანობა დაასახელა და თქვა, რომ ხდებოდა ფუნქციების გაორება და დუბლირება.

კომენტარები