საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

აფხაზეთისა და ცხინვალის მაღიარებელ ქვეყნებს აშშ ფინანსურად აღარ დაეხმარება

Getty Images

აფხაზეთისა და ცხინვალის მაღიარებელ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატები ფინანსურად აღარ დაეხმარება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ფინანსურად მხარი დაუჭიროს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

დოკუმენტი ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და სენატმა დაუჭირა მხარი. რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ნაწილში ასევე  ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს ისეთ ქმედებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას.

ასევე, ფინანსთა სამინისტროს დაევალება აკონტროლოს ამერიკული კომპანიები, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.

კომენტარები