საქართველო-NATO-ს ურთიერთობა

სტოლტენბერგი: NATO საქართველოს მხარს უჭერს რეფორმების პროცესში, ალიანსის კარი ღიაა

იენს სტოლტენბერგი
NATO

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა, ვაშინგტონში ვიზიტისას, NATO-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი ახალი წევრების მიღებისთვის მზადაა. 

"ჩვენ საქართველოსთან ვმუშაობთ. საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ეს ყველაფერი NATO-ში გაწევრიანების ნაწილია. ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ რეფორმების გატარება კარგია, რადგან უახლოვდები NATO-ს,"- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა რეფორმების გატარებას ორმაგი მიზანი აქვს. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზანი ალიანსთან დაახლოება არ არის, კორუფციას უნდა ებრძოდე და დემოკრატიულ ინსტიტუტებს უნდა აძლიერებდე. 

იან სტოლტენბერგმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ ალიანსის წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, წევრობასთან დაკავშირებული საკითხები.  

"NATO მხარს უჭერს მას რეფორმების პროცესში, ალიანსის კარი ღიაა და ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზავნილის ხაზგასმას, რომ გაფართოება და უფრო მეტი წევრის ყოფნა ალიანსის ახლა უკვე 29 წევრზეა დამოკიდებული. სხვას არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ან არ დაუშვას ახალი წევრის უფლება,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები