როგორი ჩამორჩენილები ხართ, რა გჭირთ? ეს საერთაშორისო გამჭირვალობა... აგვისტოში, თუ როდის იყო, ახლა რა დროს ამაზე ლაპარაკია? ჩემი შემოსავალი დათვალეს მაგ დროს? ვინ დათვალა? მე თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი. ეს შვიდი წლის წინანდელ იმაზეა. რა დროს ეს თემებია. მე სიცოცხლეს ვწირავდი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეცვლილიყო და თანხას ვერ შევწირავდი გამარჯვებას? არ მაინტერესებს, რა უწერიათ. კანონმა მომთხოვოს პასუხი და არა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელიც ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს წარმოადგენს. მიხვდით? კარგად გაგეცით პასუხი? როგორ გიპასუხოთ იმაზე, ქართულ ოცნებას რატომ შეწირეთ თანხაო? რატომ არ მეკითხებოდით, რატომ ვწირავდი თავს ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის დროს?
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
პაპუაშვილი TI-ს კვლევაზე: სიცოცხლეს ვწირავდი და თანხას ვერ შევწირავდი გამარჯვებას?
tbl.ge/2874
დაკოპირდა

ნეტგაზეთის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TI-ის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, მან 2016 წლის არჩევნების წინ, თავისი წლიური წმინდა შემოსავლის 184% ქართულ ოცნებას შესწირა.
ამავე თემაზე
- ჟურნალისტ ბუკიასა და ადვოკატ ზაქარეიშვილის დარღვეულ უფლებებს სტრასბურგში დავიცავთ - TI
- TI: ოცნების დელეგატის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონის შემოსავალი მიიღეს
- TI: 2023 წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა გამოვლინდა
- TI: ქართული ოცნების ორ შემომწირველთან დაკავშირებულმა შპს-მ 118 მლნ ლარის 12 ტენდერი მოიგო
- TI: 2020 წლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ




