უბედური შემთხვევა

სვანეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

Getty Images

სვანეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, 5-კაციანი ჯგუფს ორი ადამიანი გამოეყო და აკრძალულ ზონაში გადავიდა, შემდეგ კი ზვავში მოყვა. ერთ-ერთი მათგანი, 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათში, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ იპოვეს. 

"გადავიდნენ აკრძალულ ზონაში, ზვავი მოწყდა. ორივეს ჰქონდა უსაფრთხოების ბალიში, მაგრამ დაღუპულს არ ჰქონდა გახსნილი. მეორემ იპოვა და გამოიძახა სამაშველო სამსახური. ორი საათის განმავლობაში ამოჰყავდათ ზვავიდან, შემდეგ გადაასვენეს პროზექტურაში", - ამბობს რუსთავი 2-თან მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი.

კომენტარები