თბილისის მერია

მერიასთან მიმდინარე აქციას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

რუსთავი 2

საკოორდინაციო საბჭო თბილისის მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარის ქონების გადაცემას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რასაც მათ და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წევრებს შორის შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მერიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ენმ-ის წევრ ნიკა მელიას თქმით, მათთან შესახვედრად ნარმანიას რამდენიმე საათიან ვადას აძლევენ.

"ხელისუფლებამ დღეს რეალურად ჩაიდინა მორიგი დანაშაული, როდესაც სახელმწიფო ორგანიზაციის კარი ჩარაზა და ცოცხალი კედელი აღმართა. დაცვის და პოლიციის მეშვეობით. უკანონო დავალებას ასრულებს რამდენიმე ათეული პოლიციელი. არანაირი უფლება არ აქვთ მით უფრო. აქ არის საკრებულოსა და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც დაუბრკოლებლად აქვთ შესვლის უფლება. ჩვენ ვაძლევთ რამდენიმე საათიან ვადას, რომ ჩამობრძანდეს ნარმანია", - ამბობს მელია.

კომენტარები