ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება

Sputnik / Михаил Хасиев

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება.

ე.წ. რეფერენდუმი 9 აპრილს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას?"

რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები