გახსოვთ, ხომ, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელა რომ წერს - "ღამე იყო ქარიანი, ყინვიანი, ქარიანი, მოკლედ, საშინელი და მიხარიაო". რომ ეუბნებიან, თუ წვიმიანია, ქარიანია, ყინვიანია, ქვეყანა ინგრევა, რა გიხარია, შე აბდალოვო? ზუსტად ასეა. ლარი გაუფასურდა, ბიუჯეტი დეფიციტურია, ფასები იზრდება, ივესტიციები არ შემოდის, ხალხი გაღარიბდა, ხალხს შია და მთავრობა გამოდიხართ და ამბობთ, რომ გიხარიათ, ყველაფერი იდეალურად არის... სამარცხვინო პროგრამა წარმოადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გავითარების. იმას ის მაინც უხაროდა, რომ შეყვარებული ჰყავდა, თქვენ გიხარიათ, რომ დაგამტკიცეს და სკამები შეინარჩუნეთ, თქვენ სკამის სიყვარული გიხარიათ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელსაც შვიდწლიანი გარანტია ერგო.
საქართველოს პარლამენტი
გოცირიძე: ზურიკელას შეყვარებული მაინც უხაროდა, თქვენ - სკამის სიყვარული გახარებთ
tbl.ge/22zv
დაკოპირდა

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს უსმენენ.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




